Home საზოგადოება ნიუს სააკაშვილმა კიევის ვენახიდან კახელებს მიმართა – “მოგმართავთ, როგორც მთავრობის შემდეგი ხელმძღვანელი, შეინახეთ...

სააკაშვილმა კიევის ვენახიდან კახელებს მიმართა – “მოგმართავთ, როგორც მთავრობის შემდეგი ხელმძღვანელი, შეინახეთ სერთიფიკატები…”

453
0

მოგ­მარ­თავთ ჩემ კა­ხელ ძვირ­ფას ძმებს, რო­გორც მთავ­რო­ბის შემ­დე­გი ხელ­მძღვა­ნე­ლი, შე­ი­ნა­ხეთ სერ­ტი­ფი­კა­ტე­ბი, რო­მელ­საც მოგ­ცე­მენ და გა­რან­ტი­ას გაძ­ლევთ, რომ და­მა­ტე­ბით მო­გე­ცე­მათ კი­დევ 80 თეთ­რი,- ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტმა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მე­ვე­ნა­ხე­ე­ბის მი­სა­მარ­თით ვი­დეო მი­მარ­თვა­ში გა­ნა­ცხა­და.

სა­ა­კაშ­ვილ­მა მე­ვე­ნა­ხე­ებს მი­მარ­თა ვე­ნა­ხი­დან, რო­მე­ლიც მისი თქმით უკ­რა­ი­ნა­ში, კი­ევ­ში მის მიერ არის გა­შე­ნე­ბუ­ლი.

“ამა­ზეა ნათ­ქვა­მი, აქ რამ მო­გიყ­ვა­ნა შე და­ლოც­ვი­ლო, შენა. ეს არის სა­ფე­რა­ვი, რო­მე­ლიც ჩემს მიერ არის ჩაყ­რი­ლი, კი­ე­ვურ ვე­ნახ­ში, უკ­რა­ი­ნის დე­და­ქა­ლა­ქის გა­რე­უ­ბან­ში.

ძა­ლი­ან მე­ნატ­რე­ბა ჩემი ვე­ნა­ხი ყვა­რელ­ში. თუმ­ცა ამ შემ­თხვე­ვა­ში ჩემს თავ­ზე კი არ მინ­და სა­უ­ბა­რი, მინ­და სა­უ­ბა­რი ჩვენს მე­ვე­ნა­ხე­ებ­ზე. საქ­მე იმა­შია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს დღე­ვან­დელ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გა­მო­ა­ცხა­და, რომ მათ მის­ცე­მენ კომ­პენ­სა­ცი­ის სა­ხით 30 თეთ­რის ოდე­ნო­ბით. ეს თან­ხა დო­ლა­რებ­ში რომ გა­და­ვიყ­ვა­ნოთ არის რამ­დენ­ჯერ­მე ნაკ­ლე­ბი იმ თან­ხი­სა, რა­საც ჩემი პრე­ზი­დენ­ტო­ბის დროს ვაძ­ლევ­დი ხალ­ხს და ისიც არ იყო საკ­მა­რი­სი! ხა­ზი­ნა ცა­რი­ე­ლია და მე მგო­ნი ეს თან­ხა, 30 თეთ­რი და­ცინ­ვაა უბ­რა­ლოდ ჩვე­ნი მე­ვე­ნა­ხე­ე­ბის!

ამი­ტომ მე მინ­და გი­თხრათ და მე მინ­და მოგ­მარ­თოთ რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის შემ­დეგ­მა ხელ­მძღვა­ნელ­მა ჩემს კა­ხელ ძვირ­ფას ძმებს ყვე­ლა სხვა რე­გი­ო­ნებ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში, სა­დაც ეს პრობ­ლე­მა დგას შე­ი­ნა­ხეთ ეს სერ­ტი­ფი­კა­ტე­ბი, რო­მელ­საც მოგ­ცე­მენ და გა­რან­ტი­ას გაძ­ლევთ რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვლის შემ­დეგ, რაც ნამ­დვი­ლად მოხ­დე­ბა, ოქ­ტომ­ბრის ბო­ლოს და­მა­ტე­ბით მო­გე­ცე­მათ კი­დევ 80 თეთ­რი და 80 თეთ­რის ნაც­ვლად ყვე­ლა­ნი აი­ღებთ 1.60 თეთ­რს. აი, ეს არის ჩემი კონ­კრე­ტუ­ლი შე­მო­თა­ვა­ზე­ბა და მინ­და გი­თხრათ, რომ ეს რა თქმა უნდა გა­კეთ­დე­ბა იმი­ტომ, რომ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ რომ ამ სფე­როს სჭირ­დე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მხარ­და­ჭე­რა იმი­ტომ, რომ ეს არის სა­ქარ­თვე­ლოს­თვის სტრა­ტე­გი­უ­ლი. ძა­ლი­ან დიდი ბა­ზა­რია ქარ­თუ­ლი ღვი­ნის მთელს მსოფ­ლი­ო­ში უბ­რა­ლოდ თვა­ლე­ბის გა­ხე­ლაა სა­ჭი­რო და ახლა სა­ჭი­როა გა­დარ­ჩე­ნა ბო­ლომ­დე თი­თო­ე­უ­ლი მე­ვე­ნა­ხის”,- გა­ნა­ცხა­და სა­ა­კაშ­ვილ­მა.
წყარო:https://www.ambebi.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here