Home საზოგადოება ნიუს რიგით მე-7 აქცია ქობულეთის მაცხოვრებლების – გადაკეტილია გზა

რიგით მე-7 აქცია ქობულეთის მაცხოვრებლების – გადაკეტილია გზა

289
0

მ წუთებში ქობულეთში აღმაშენებლის ქუჩა ადგილობრივებს აქვთ გადაკეტილი. ადგილობრივები ამბობენ, რომ კორონაპანდემიის გამო, მათ ტურისტები არ ჰყავდათ, შედეგად საბანკო ვალდებულებებს სრულფასოვნად ვერ ასრულებენ.

მოქალაქეები ამბობენ, რომ თუ კი ხელისუფლება მათ არ დაეხმარება, სესხების გადავადებასა და სესხებზე პროცენტის გაუქმებაში, ისინი აქციებს ყოველდღიურად გამართავენ ქობულეთის მერიასთან და საჭიროების შემთხვევაში პროტესტის უკიდურეს ფორმას – შიმშილს მიმართავენ. 

პრობლემის გადასაჭრელად, მოსახელობა აჭარის მთავრობის წარმომადგენლებსაც შეხვდა და მათგან დაპირებაც მიიღეს დახმარებაზე, თუმცა, მოქალაქეების თქმით ” ამ დრომდე საქმე არ გაკეთებულა”. 

აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიცია ცდილობს საავტომობილო გზის გახსნას, თუმცა ჯერჯერობით უშედეგოდ. 

შეგახსენებთ, ეს ადგილობრივების რიგით მე-7 აქციაა ბოლო 2 თვის განმავლობაში.
წყარო :https://mtavari.tv/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here