Home საზოგადოება ნიუს თბილისში ნაყიდ 6 000 ლარის ღირებულების ბეჭედში ბრილიანტის ნაცვლად ნახშირი აღმოჩნდა?! –...

თბილისში ნაყიდ 6 000 ლარის ღირებულების ბეჭედში ბრილიანტის ნაცვლად ნახშირი აღმოჩნდა?! – რას ამბობენ მხარეები

1163
0

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ნატალია კინგი საიუველირო მაღაზიათა ქსელ Franco Fontana-ს ყალბი ბრილიანტების გაყიდვაში ადანაშაულებს.

ის ამბობს, რომ Franco Fontana-ში 6 000 ლარად შავი ბრილიანტის ბეჭედი რამდენიმე წლის წინ იყიდა. ტექნიკური უნივერსიტეტის ლაბორატორიაში თვლების ხარისხის განსაზღვრისთვის მიიტანა, მაგრამ იქ უთხრეს, რომ შავი ბრილიანტების ნაცვლად, 6 000 ლარი მხოლოდ ნახშირში გადაიხადა.

საუბარი ამ ბეჭედზეა, რომლის ხარისხის სერთიფიკატსაც ნატალია კინგი სოციალურ ქსელში აქვეყნებს:

ნატალია კინგი ამ სკანდალური ისტორიის გაგრძელებას სასამართლოში აპირებს.

ის ამბობს, რომ Franco Fontana-ს წარმომადგენლებმა ზარალის ანაზღაურება შესთავაზეს, ეს ნოტარიუსის მიერ დამოწმებული ხელშეკრულების საფუძველზე უნდა მომხდარიყო.

ნატალია კინგის თქმით, ხელშეკრულებაში საიუველირო მაღაზიის მხრიდან რამდენიმე პუნქტზე ხელი უნდა მოეწერა, მაგალითად სოციალურ ქსელში მომხდარის შესახებ, პოსტი არ უნდა დაეწერა, ინფორმაცია არ უნდა გასაჯაროებულიყო და Franco Fontana-ში აღარაფერი უნდა ეყიდა…

ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ „პრაიმტაიმი“ Franco Fontana-ს მომხდარზე სასაუბროდ დაუკავშირდა. თუმცა, მაღაზიის წარმომადგენელმა მოკლე კომენტარი გააკეთა და ტელეფონი გათიშა, რის შემდეგაცმაღაზიაში აღარ გვპასუხობენ.

 – რა კომენტარს გააკეთებთ ნატალია კინგის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე – ის აცხადებს, რომ ნამდვილი შავი ბრილიანტის ბეჭდის ნაცვლად, ნახშირის თვლიანი ნივთი მიყიდეთ, რომელიც ლაბორატორიაში განუცხადეს?

– ახლა, ამ საუბარს იწერთ თქვენ?

 – დიახ, მიმდინარეობს სატელეფონო ჩანაწერის მომზადება… 

– არანაირ კომენტარს არ გავაკეთებ… ჩვენ ვადანაშაულებთ მაგ ქალბატონს ტყუილში…

 – გვითხარით, როგორია თქვენი პოზიცია… 

აქ წყდება საუბარი… არაერთი განმეორებითი ზარის მიუხედავად, Franco Fontana-ში აღარ გვპასუხობენ… 

„პრაიმტაიმი“ ამ სკანდალური თემით დაინტერესდება და გაგრძელებას მოგვიანებით შემოგთავაზებთ… 
წყარო:https://primetime.ge/t

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here