Home საზოგადოება ნიუს ამირან გამყრელიძე – აღარ მოხდება ჩაკეტვა და იზოლირება

ამირან გამყრელიძე – აღარ მოხდება ჩაკეტვა და იზოლირება

1320
0

„მიუხედავად შემთხვევების ძალიან საყურადღებო ზრდისა, პანიკის საფუძველი არ არის“. – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი განცხადებით, ვირუსის შედეგად ლეტალობის მაჩვენებელი ქვეყანაში 0.92 პროცენტია, რაც ერთ-ერთი დაბალი მაჩვენებელია ევროპაში. გამყრელიძემ განმარტა, რომ დამატებითი ღონისძიების გატარებაა საჭირო, მაგრამ პირველ რიგში, იმ რეგულაციების დაცვა, რომელიც სახელმწიფოს მიერ არის დადგენილი.2020-09-10ამირან გამყრელიძე მშობლებს და სკოლების ხელმძღვანელებს მიმართავს

„ესაა ძალიან მარტივი შესასრულებლად – პირბადის ტარება დახურულ სივრცეში და ღია სივრცეში სადაც მეტრნახევრიანი დისტანციის დაცვა ვერ ხდება. ასევე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სანიტარული წესრიგის გამკაცრებას ქვეყანაში და აუცილებელია, თავი შევიკავოთ დიდი თავშეყრისგან. განსაკუთრებით მოვერიდოთ ხანდაზმულ ადამიანებს.“  – განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, კორონავირუსის შემთხვევათა ზრდის შეკავება აღარ მოხდება გაზაფხულზე გამოყენებული მეთოდებით, ჩაკეტვით და იზოლირებით.

„ეს ზრდა სრულად მართვადია და კონტროლს ექვემდებარება. მაქსიმალურად დავუდგეთ ერთმანეთს გვერდით, რომ შემთხვევათა ზრდა შევაკავოთ. შეკავება აღარ მოხდება იმ მეთოდებით, რაც ჩვენ გამოვიყენეთ გაზაფხულზე – ჩაკეტვით, იზოლირებით და მკაცრი შემზღუდავი ღონისძიებებით, რადგან სლოგანი ახლა გახლავთ, რომ ჩვენ უნდა მივეჩვიოთ თანაცხოვრებას კორონავირუსთან ერთად. ჩვენ მასთან ერთად ცხოვრება მოგვიწევს მინიმუმ ერთი წელი.“ – ამირან განაცხადა გამყრელიძემ.
წყარო:primetime.g

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here