Home საზოგადოება ნიუს 29 ბათუმის შემთხვევაა, 24 ქუთაისის, 10-ის წყარო უცნობია – ეზუგბაია

29 ბათუმის შემთხვევაა, 24 ქუთაისის, 10-ის წყარო უცნობია – ეზუგბაია

376
0

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, დღეს, 11 სექტემბერს საქართველოში დადასტურებული კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევიდან 10-ის წყარო უცნობია, 29 ბათუმს უკავშირებდა, 24 კი ქუთაისს.

29 არის ბათუმის შემთხვევბი, 24 გახლავთ ქუთაისს სკოლის შემთხვევები, 12 პაციენტი გახლავთ დადასტურებულთან კონტაქტები, 5 შემთხვევა აჭარაში მოგზაურობის ისტორიით, 4 შემოტანილი შემთხვევაა, აქედან 3 სატვირთო მანქანის მძღოლია, 3 შემთხვევა არის სამედიცინო პერსონალი, 10 შემთხვევაზე კონტაქტების გამოვლენის და წყაროს დადგენის თვალსაზრისით კვლევა გრძელდება, – თქვა მარინა ეზუგბაიამ.

მისი განცხადებით, კოვიდ ცენტრებში 536 პაციენტი მკურნალობს, მათგან კრიტიკულად მძიმე 4-ია ხოლო მძიმე 17.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში კორონავირუსის რეკორდულად მაღალი, 87 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 20 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია – 1 917;
  • გამოჯანმრთელებულია – 1 354;
  • მათ შორის გარდაცვლილია – 19;
  • კარანტინის რეჟიმში რჩება –  5 882;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ –  390, მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია – 41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობამ 28 მილიონს გადააჭარბა, 908 000-ზე ინფიცირებული მეტი გარდაიცვალა, 20 მილიონზე მეტი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. 
წყარო:https://mtavari.tv/news

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here