Home საზოგადოება ნიუს მწვანე ზონიდან გადასულები ვართ – მარინა ეზუგბაია

მწვანე ზონიდან გადასულები ვართ – მარინა ეზუგბაია

453
0

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, ამ ეტაპზე ქვეყანაში დაავადების მნიშვნელოვანი მატება გვაქვს და “მწვანე ზონიდან” გადასულები ვართ. 

მწვანე ზონიდან გადასულები ვართ, მაგრამ ეს მაჩვენებელი ძალიან დაბალია. 10 არის მაქსიმალური მწვანე ზონა და 10,2 გვაქვს ჯერჯერობით. თუ ჩვენ შევინარჩუნებთ სიტუაციას, როგორიც გვაქვს და გავუმკლავდებით ამას, პრობლემა არ გვექნება, — განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ეუზგბაიას აზრით, ინფიცირების მატება მობილობის გაზრდამ და რეგულაციების შესუსტებამ გამოიწვია. 

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში კორონავირუსის რეკორდულად მაღალი, 87 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 20 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია – 1 917;
  • გამოჯანმრთელებულია – 1 354;
  • მათ შორის გარდაცვლილია – 19;
  • კარანტინის რეჟიმში რჩება –  5 882;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ –  390, მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია – 41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობამ 28 მილიონს გადააჭარბა, 908 000-ზე ინფიცირებული მეტი გარდაიცვალა, 20 მილიონზე მეტი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. 
წყარო:https://mtavari.tv/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here