Home საზოგადოება ნიუს შაქარაშვილის საქმეზე დღეს, სავარაუდოდ, ანა გაბეჩავას დაკითხავენ

შაქარაშვილის საქმეზე დღეს, სავარაუდოდ, ანა გაბეჩავას დაკითხავენ

110
0

მცხეთის რაიონულ სასამართლოში დღეს, 3 საათზე გიორგი შაქარაშვილის საქმის მთავარ მოწმეებს დაკითხავენ. სავარაუდოდ, მათ შორის ანა გაბეჩავაც იქნება – პირი, რომლის დაბადების დღის საღამოს ახალგაზრდა ფეხბურთელის დაღუპვა მოჰყვა. 

დღევანდელი სასამართლო პროცესის მოწმეები პირველ ეპიზოდში შეესწრნენ ახალგაზრდებს შორის არსებულ დაპირისპირების ფაქტს. ისინი სასამართლო უწყებაში უკვე რამდენჯერმე იმყოფებოდნენ, თავიანთი ჩვენებებიც მისცეს და, სწორედ ამიტომ, მათ ადვოკატებს რაიმე განსაკუთრებული ჩვენების მოლოდინი არ აქვთ დღევანდელ პროცესზე და ისინი იმედოვნებენ, რომ მოწმეები სწორ ჩვენებებს მისცემენ უწყებას. 

იმედია, დღევანდელ პროცესზე წარმოდგენილ პირებს ეყოფათ გონიერება და სასამართლოს მისცემენ ზუსტ ინფორმაციას. მათ ჩვენებებზე ბევრი რამაა დამოკიდებული, – ამბობს როსტომ კერესელიძე, არასრულწლოვან გ.მ.-ს ადვოკატი. 

მცხეთის რაიონულ სასამართლოში დღეს გლდანის ციხეში დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერებსაც განიხილავენ. ვიდეო-ჩანაწერები, როგორც ამბობენ, საკმაოდ ინფორმაციულია და, შესაძლოა, სწორედ ის გახდეს გიორგი შაქარაშვილის საქმის მთავარი გასაღები. 

შეგახსნებთ, რომ 19 წლის ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი 18-19 ივნისის ღამით გაუჩინარდა. საქმეზე, ამ დროისთვის, 18 პირია დაკავებული, თუმცა, ჯერჯერობით ისევ არ არის კონკრეტული პასუხი კითხვებზე: ვინ მოკლა გიორგი შაქარაშვილი და ვინ მფარველობს მოძალადეებს. 

შაქარაშვილის საქმეზე პროკურატურამ 11 პირის საქმე ცალკე წარმოებად გამოყო, მათ ბრალად ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა, თავისუფლების უკანონო აღკვეთა და ძალადობა ედებათ. მათ დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, 4-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

რაც შეეხება დამძიმებულ ბრალს, 11 აგვისტოს პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლის სამართლებირვი დევნა 5 პირის მიმართ დაიწყო.  ხუთივე მათგანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის “ე” ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
წყარო:https://mtavari.tv/news/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here