Home საზოგადოება ნიუს შემოდგომის დიდი სასიყვარულო ასტროპროგნოზი

შემოდგომის დიდი სასიყვარულო ასტროპროგნოზი

240
0

ზაფხული იწურება, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ სიყვარულის სეზონიც დაიხურება. პირიქით, შემოდგომაზე უფრო მეტ სიურპრიზს გვიმზადებენ ვარსკვლავები.

ვერძი

მარტოხელებისთვის: შეიძლება რომანტიკა ნერვებს გიშლით და უფრო სერიოზულ ურთიერთობებზე გადასვლა გსურთ, მაგრამ შემოდგომა ის პერიოდია, როცა რომანტიკულ ფილმში მთავარი როლი უნდა შეასრულოთ.

რჩევა: მოემზადეთ ვარსკვლავური საათისთვის: ვარცხნილობა, ფიტნესი, სამოსი.

დაწყვილებულებისთვის: ნუ ეძებთ უსიამოვნებებს იქ, სადაც არაა. იყავით მეტად დამთმობი, აუბით მხარი საყვარელ ადამიანს მის გასართობში. ერთად დროს საინტერესოდ გაატარებთ.

რჩევა: იყავით ინიციატორი სადმე წასვლის, რამის გაკეთების. სახლშიც შეგიძლიათ სასარგებლო იყოთ: მოამზადეთ სადილი, შექმენით რომანტიკული განწყობა.

კურო

მარტოხელებისთვის: ვიღაც ცდილობს თქვენი ყურადღების მიქცევას და უყურადღებოდ არ გაატაროთ. შემოდგომაზე მოვლენები რომანტიკულად განვითარდება. უბრალოდ, ნუ გაქვთ ზედმეტის მოლოდინი, პირველ პაემანზე ცოლობას იშვიათად გთხოვენ.

რჩევა: გააანალიზეთ თქვენი შეცდომები, მამაკაცებთან მოქცევის ტაქტიკა, რას გასცემთ და რა უნდა მიიღოთ.

დაწყვილებულებისთვის: სიცივეების დადგომამდე საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა უნდა დაათბოთ. გულახდილად მოუყევით თქვენს განცდებზე, მოლოდინებზე. ერთად ბევრი რამის შეცვლა შეგიძლიათ.

რჩევა: დეპრესიასთან საბრძოლველი სამი მეთოდი ვიცით: ლოცვა, ჭამა და სიყვარული. მეოთხე კი სიურპრიზად შემოვინახეთ – შოპინგი.

ტყუპი

მარტოხელებისთვის: თუ ადამიანი მართლა მოგწონთ, სასურველია, მასზე ცნობები შეადგინოთ. ისიც უნდა გაარკვიოთ, რას წარმოადგენს და ისიც, რა ინტერესებიც აქვს. თუ მისი გემოვნება გეცოდინებათ, მისი გულის მოგება არ გაგიჭირდებათ.

რჩევა: საეჭვო დაკითხვებს არ გირჩევთ, თუმცა ისე მოიქეცით, თითქოს ისაა ინიციატორი თქვენთან პაემნის, რომანის…

დაწყვილებულებისთვის: მიუხედავად იმისა, რომ ბევრი საქმე გაქვთ, მეტი ყურადღება მიაქციეთ საყვარელ ადამიანს, რომელიც ბოლო დროს მიგდებული გყავდათ. დაანახვეთ, რომ მხოლოდ ისაა თქვენთვის საუკეთესოთა შორის საუკეთესო.

რჩევა: შეგიძლიათ ოქროს თევზის როლი მოირგოთ და საყვარელ ადამიანს რამდენიმე სურვილი შეუსრულოთ. ამით უფრო მეტად მოიგებთ მის გულს.

კირჩხიბი

მარტოხელებისთვის: ჯერ სერიოზული საქმეები მოაგვარეთ (კარიერული და საყოფაცხოვრებო) და რომანტიკაზე მერე გადაერთეთ. ვარსკვლავები გპირდებიან, რომ ოქტომბერში დამყარებული კავშირი მყარი და საიმედო იქნება.

რჩევა: თუ ხვდებით, რომ “მას” მიაგენით და ყველაფერი გათვლილი, აწონ-დაწონილი გაქვთ, ნუ გაწელავთ სიტუაციას.

დაწყვილებულებისთვის: შეყვარებულებს ურთიერთობის დაკანონება მოუნდებათ. უკვე დაქორწინებულებმა მეტი დრო გაატარეთ ერთად. იყავით რომანტიკული, მზრუნველი, ხანდახან ბავშვურად უდარდელი.

რჩევა: იზრუნეთ საყვარელ ადამიანზე და მისი მზრუნველობაც დააფასეთ. დააფასეთ, რომ თქვენს ცხოვრებაში ასეთი განძი გყავთ.

ლომი

მარტოხელებისთვის: მიმზიდველი ხართ და მარტივად იქცევთ მამაკაცების ყურადღებას. ეცადეთ, ერთზე მოახდინოთ კონცეტრაცია, ვარსკვლავები დაგეხმარებიან. შემოდგომის საუკეთესო პერიოდია სექტემბრის მეორე და ნოემბრის პირველი ნახევარი.

რჩევა: მთავარი კრიტერიუმი: რამდენად საინტერესო მოსაუბრეა ის თქვენთვის. თუ მასთან ლაპარაკით ვერ “ძღებით”, ის თქვენი ადამიანია.

დაწყვილებულებისთვის: ერთფეროვნებამ არ დაგღალათ? თქვენს წყვილს გარეთ გასვლა და გამხიარულება სჭირდება. ძალიან ჩაიკეტეთ საკუთარ სახლში. აიღეთ შვებულება და მოიწყვეთ სასიამოვნო დასვენება, ექსკურსიებით, რომანტიკული პაემნებით გაინებივრეთ თავი.

რჩევა: ნუ ეძებთ ინტერნეტით საყვარელი ადამიანის გაოცების ხერხებს. თქვენეული მოიფიქრეთ.

ქალწული

მარტოხელებისთვის: შემოდგომაზე თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდება ადამიანი, რომელიც სიმპათიებს აღძრავს თქვენში. აღფრთოვანებული იქნებით და შეიძლება შემოქმედებითი იდეები განახორციელოთ, ხელოვნებით დაინტერესდეთ და მეტად მოსიყვარულე გახდეთ.

რჩევა: ნუ შეგეშინდებათ პირველი ნაბიჯის გადადგმის. იყავით თავდაჯერებული, ვარსკვლავები თქვენს მხარეზე არიან.

დაწყვილებულებისთვის: შემოდგომა ის რომანტიკული პერიოდია, როცა საყვარელ ადამიანს მეტად უნდა ჩაეხუტოთ. ერთად უნდა იზრუნოთ ბუდის დათბობაზეც და ინტიმური ექსპერიმენტებიც განახორციელოთ.

რჩევა: თქვით ყველაფერი, რაც გაწუხებთ, მაგრამ დელიკატურად. უთქმელობა კიდევ უფრო დაძაბავს დამოკიდებულებას წყვილს შორის.

სასწორი

მარტოხელებისთვის: შეიძლება ახლო გარემოცვიდან აირჩიოთ მეწყვილე. ეს შეიძლება თქვენი მეგობარიც იყოს. მაგრამ… თუ ადამიანი არ ავლენს თქვენ მიმართ ინტერესს, არ გახარჯავთ დროსა და ენერგიას, გჭირდებათ ასეთი? ნოემბერში გაქვთ შანსი, შეხვდეთ საინტერესო მამაკაცს და გააბათ სერიოზული ურთიერთობა.

რჩევა: სულ არაფერს ეს მაინც ჯობია – ასე ვერ გაიმართლებთ თავს. ნუ წახვალთ კომპრომისზე, მოემზადეთ იმასთან შესახვედრად, ვინც თქვენი იდეალური პარტნიორი გახდება.

დაწყვილებულებისთვის: მშვიდი, რომატიკული შემოდგომა გელოდებათ. დატკბით ერთად ყოფნით. თუ საშუალება მოგეცემათ, უქმეები ერთად და რომანტიკულად გაატარეთ. შუა ოქტომბერში სიურპრიზი გელით, რაც სიხარულისგან გაგაგიჟებთ.

რჩევა: შემოდგომაზე აუცილებლად გამონახეთ დრო, რომ რამდენიმე დღით მაინც გაემგზავროთ სამოგზაუროდ. არა აქვს მნიშვნელობა, სად. მთავარია, ერთად და თბილად იყოთ.

მორიელი

მარტოხელებისთვის: შეიძლება სასიყვარულო სამკუთხედში ამოჰყოთ თავი. სამკუთხედის წვერზე თქვენ მოექცეთ, აქეთ-იქით კი – მამაკაცები, რომლებსაც თქვენ გვერდით ყოფნა სურთ. ნოემბერში გაერკვევით, ვისთან გსურთ ურთიერთობის გაგრძელება და ვის დაემშვიდობებით.

რჩევა: ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ, რომანტიკაში გონება კარგ რჩევებს ვერ მოგცემთ. მეექვსე გრძნობა გიკარნახეთ, თაყვანისმცემლებიდან ვინ უფრო შეგეფერებათ.

დაწყვილებულებისთვის: შემოდომის დადგომისთანავე განსაკუთრებულ მოთხოვნას იგრძნობთ, რომ ვიღაცას უყვარდეთ და უზიარებდეთ თქვენს გრძნობებს. სასურველია, ეს ადამიანი თქვენი პარტნიორი იყოს. დაანახვეთ, რომ გიყვართ.

რჩევა: საყვარელ ადამიანს სთხოვეთ რჩევა, დახმარება. გულახდილი საუბრები, ზრუნვა ერთმანეთზე კიდევ უფრო დაგაახლოებთ ერთმანეთთან.

მშვილდოსანი

მარტოხელებისთვის: თუ ადრე გაურბოდით რომანტიკულ ნაცნობობასა და შეხვედრებს, ახლა დროა, პაემანზეც იაროთ და საინტერესო ადამიანებიც გაიცნოთ. ამ პერიოდში დაწყებული ურთიერთობა ჰარმონიულად განვითარება და ხანგრძლივად გაგრძელდება.

რჩევა: თუ ადამიანით გატაცებული ხართ, ნუ მოგერიდებათ პირველი ნაბიჯის გადადგმის. დაანახვეთ, რომ მისით მართლაც დაინტერესებული ხართ.

დაწყვილებულებისთვის: ჰარმონიული, სტაბილური პერიოდი დაგიდგათ. იზრუნეთ ერთმანეთზე, საღამოები შეძლებისდაგვარად მხიარულად და სიანტერესოდ გაატარეთ.

რჩევა: ქალაქგარეთ მოგზაურობაც კი გაგიუმჯობესებთ განწყობას და კიდევ უფრო მეტად შეგაკავშირებთ ერთმანეთს.

თხის რქა

მარტოხელებისთვის: ხანდახან შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ გაცივდით ადამიანების მიმართ და დაკარგეთ მათდამი ნდობა. თითქოს არავინაა გარშემო ისეთი, ვისაც თქვენს რომანტიკულ გრძნობებში “ჩაახრჩობთ”. თუმცა თქვენთვის კარგი ამბავი გვაქვს, ძალიან მალე თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდებიან საინტერესო მამაკაცები და არჩევანის საშუალებაც მოგეცემათ.

რჩევა: რაღაც უცნაური კანონზომიერება არსებობს. როგორც კი სიტუაციას შეეშვებით, ის თავისით გვარდება და ასევეა სიყვარულშიც.

დაწყვილებულებისთვის: შემოდგომის დეპრესიულობა მარტო თქვენ არ გტანჯავთ. საყვარელ ადამიანს მოუმზადეთ გემრიელი ცხელი სასმელი (კაკაო, ჩაი, ყავა) და ერთად გაეხვიეთ თბილ პლედში.

რჩევა: გამონახეთ საერთო გასართობი, რაც საღამოებს ერთად, საინტერესოდ და მხიარულად გაგატარებინებთ.

მერწყული

მარტოხელებისთვის: შეიძლება ერთდროულად რამდენიმე მამაკაცთანაც კი გააბათ რომანი. არ ჰკითხოთ რჩევა დაქალებს, საკუთარ გულს მოუსმინეთ და გაარკვევთ, ურთიერთობების დაპაუზება გსურთ თუ ვინმესთან მეტად დაახლოება.

რჩევა: ნუ გაებუტებით ადამიანს, თუ არაფერს გჩუქნით. რა უფრო მნიშვნელოვანია თქვენთვის: საჩუქრები თუ გრძნობები?..

დაწყვილებულებისთვის: შეიძლება სულ არაფრის გამო წაეჩხუბოთ საყვარელ ადამიანს. ეცადეთ, ყოფილებმა არ დაარღვიონ არსებული კავშირი. მეტად სერიოზული უნდა იყოთ და მოსიყვარულე – საყვარელი ადამიანის მიმართ.

რჩევა: ტაქტი და მოთმინება გმართებთ. სწორად გადაანაწილეთ პრიორიტეტები და ნუ მოგერიდებათ იმის წყენინება, ვინც არაფერს ნიშნავს თქვენს ცხოვრებაში.

თევზები

მარტოხელებისთვის: საინტერესო ადამიანს წვეულებაზე, მეგობრის დაბადების დღეზე, შემოქმედებით საღამოზე გაიცნობთ. იყავით დაკვირვებული.

რჩევა: იყავით მომხიბვლელი, საინტერესოდ მოსაუბრე. არ გაუშვათ შანსი ხელიდან, რომ უყურადღებოდ დაგტოვოთ ადამიანმა, რომელიც მოგეწონებათ.

დაწყვილებულებისთვის: უამრავი ვალდებულება გაქვთ შესასრულებელი, მაგრამ რომანტიკისთვისაც უნდა მოიცალოთ. თუ თქვენი საყვარელი ადამიანი უთქვენოდ მოწყენილია, ყველაფერი გვერდზე გადადეთ და მასთან ერთად იმხიარულეთ. შექება და პატარ-პატარა სიურპრიზებიც კარგია.

რჩევა: ურთიერთობის გამყარებისთვის ხანდახან რუტინული საქმეები გვერდზე უნდა გადადოთ და საყვარელ ადამიანს მოუსმინოთ, გაიგოთ, რა აინტერესებს, აწუხებს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here