Home საზოგადოება ნიუს შაქარაშვილის საქმე – დაკავებულების ადვოკატები ამბობენ, რომ ახალგაზრდებს ბრალი ვარაუდების საფუძველზე დაუმძიმეს

შაქარაშვილის საქმე – დაკავებულების ადვოკატები ამბობენ, რომ ახალგაზრდებს ბრალი ვარაუდების საფუძველზე დაუმძიმეს

125
0

ადვოკატებისთვის გაუგებარია რა მტკიცებულებებით დაუმძიმეს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულებს ბრალი. უფლებადამცველები ამბობენ, რომ გამოძიებას და სახელმწიფო ბრალდებას შესაბამისი მტკიცებულებები არ აქვს და ამბობენ, რომ ბრალი ახალგაზრდებს ვარაუდების საფუძველზე დაუმძიმეს.

ხუთ დაკავებულს ბრალის დამძიმების შესახებ ოფიციალურად დადგენილება ცოტა ხნის წინ, ციხეში გააცნეს. 

შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე 5 დაკავებულს ბრალი დღეს დაუმძიმდა. ამის შესახებ გენერალურ პროკურატურაში სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრეს. საგამოძიებო უწყებამ სპეციალური ვიდეორეკონსტრუქციაც გაავრცელა.

პროკურატურის ვერსიას ენდობა შაქარაშვილის ოჯახი. მირიან ნიკოლაძე ამბობს, რომ მათ პრეტენზიები კითხვები გამოძიებასთან არ აქვთ და ამბობს, რომ პროკურატურამ დანაშული გახსნა.
წყარო:https://mtavari.tv/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here