Home სპორტი ხვიჩა კვარაცხელია სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დაასახელეს!

ხვიჩა კვარაცხელია სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დაასახელეს!

149
0

ყაზანის “რუბინის” 19 წლის შემტევი ხვიჩა კვარაცხელია რუსეთის პრემიერ ლიგის სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დაასახელეს.

მიუხედავად იმისა, რომ “რუბინმა” გასულ სეზონში მაღალი პოზიციები ვერ დაიკავა, კვარაცხელია მაინც გამორჩეული იყო, განსაკუთრებით სეზონის მეორე ნახევარში.

საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის გამოკითხვაში მონაწილეობა პრემიერ ლიგაში მოთამაშე კლუბების მწვრთნელებმა და კაპიტნებმა, რუსეთის ნაკრების მწვრთნელმა, ასევე ექსპერტებმა და მედიის წარმომადგენლებმა მიიღეს.

“მადლობა ყველას, ვინც ხმა მომცა. ამ პრიზის მოგება ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა, რადგან შემდეგ სეზონში თავის უკეთ წარმოჩენა, უფრო მეტი გოლის გატანა და საგოლე გადაცემების გაკეთება მმართებს, რათა გუნდს დავეხმარო.

რუსეთის ჩემპიონატში თამაში რთულია, რადგან აქ კარგ დაცვას თამაშობენ, მაგრამ თუ შენ შემტევი ხარ, ამ დაცვის გარღვევაზე უნდა ითამაშო”, – აცხადებს კვარაცხელია.
წყარო : goal.ge

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here