Home საზოგადოება ნიუს სახლიდან გასვლის დროს მუქი ფერის ზედა ეცვა, მე ვიცი, რომ გარდაცვლილი თეთრ...

სახლიდან გასვლის დროს მუქი ფერის ზედა ეცვა, მე ვიცი, რომ გარდაცვლილი თეთრ ზედაში იპოვეს — თამარ ბაჩალიაშვილის დედა

807
0

თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი გადაცემაში პოლიტმეტრი ამბობს, რომ მის შვილს სახლიდან გასვლის დროს მუქი ფერის ზედა ეცვა, მანქანაში გარდაცვლილი კი თეთრი ზედით იყო.

როგორც თამარ ბაჩალიაშვილის დედა ამბობს, მისმა მეზობლება დაინახე სახლიდან გასვლისას, რომ თამარს შავი ზედა ეცვა.

“ჩემმა მეზობლებმა ნახეს, სახლიდან რომ გადიოდა და თქვეს, რომ ეცვა შავი. მე ვიცი, რომ თეთრი ეცვა, როცა მანქანაში იპოვეს. ფოტოებშიც ჩანს, რომ თეთრი აცვია”, — ამბობს ბაჩალიაშვილის დედა.

23 წლის პროგრამისტი თამარ ბაჩალიაშვილი 5 დღიანი ძებნის შემდეგ ტყეში, მანქანაში გარდაცლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.
წყარო :on.ge

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here