Home საზოგადოება ნიუს “თამუნას მანქანა სავარაუდოდ იმ ადგილას ევაკუატორით მიიტანეს…” – ახალი დეტალები ბაჩალიაშვილის საქმეზე

“თამუნას მანქანა სავარაუდოდ იმ ადგილას ევაკუატორით მიიტანეს…” – ახალი დეტალები ბაჩალიაშვილის საქმეზე

1368
0

პროკურატურამ 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს მიხეილ რამიშვილს საქმის მასალების გაცნობის საშუალება მისცა.

საქმის მასალები მრავალტომიანია და, მოწმეთა ჩვენებების გარდა, ასევე მოიცავს სამედიცინო ექსპერტიზის პირველად დასკვნას, მათ შორის, ფოტომასალას, რომელიც სოფელ მაწევანთან, იმ ადგილასაა გადაღებული, სადაც ხუთდღიანი ძებნის შემდეგ თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარს მიაკვლიეს.

„არის ერთი გარემოება, რომელიც გვიმძაფრებს ეჭვს, რომ მანქანა მას მერეა მიტანილი იმ ადგილას, სადაც შემდეგ აღმოაჩინეს. თამუნას ავტომანქანა, დიდი ალბათობით, შედარებით დიდი მანქანითაა მიტანილი, სავარაუდოდ, ევაკუატორით, რაზეც მანქანის საბურავების კვალი მიანიშნებს. თანაც ეს კვალი მოდის და გაჩერებული “ჰიუნდაის” უკანა მხარეს, მანქანამდე დაახლოებით 20-30სმ-ზე წყდება.

ანუ გოგონა თავისით თუ მივიდა და გააჩერა მანქანა, იმ 30 სანტიმეტრს გადაახტა? რატომ არ მიჰყვება საბურავის ნაკვალევი მანქანას ბოლომდე? აშკარაა, როცა ბაჩალიაშვილის ოჯახმა და ახლობლებმა აჟიოტაჟი ატეხეს, მერე მიიტანეს მისი ცხედარი მანქანიანად იმ ადგილას. მწყემსები იმ მიდამოებში ყოველ დღე დადიან, საქონელს აძოვებენ და რატომ ვერავინ შენიშნეს გაჩერებული მანქანა? თან ის მანქანა თუ 4 დღე იქ იყო გაჩერებული, როგორც მოსახლეობა ამბობს, პოვნის წინა დღეს წვიმიანი ამინდი იყო და ბალახზე ტალახი არ უნდა გადაერეცხა?” – ამის შესახებ ambebi.ge-სთან ანონიმური წყარო საუბრობს.

თამარ ბაჩალიაშვილს დღეს დაკრძალავენ.

შეგახსენებთ, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით ცხედარი ავტომობილის უკანა სავარძელზე იპოვეს. გარდაცვლილის მამა აცხადებს, რომ შემთხვევა შესაძლოა სამსახურს უკავშირდებოდეს.

მანამდე, კომპანია “ზეგ”-ის დირექტორმა თამარ კობერიძემ, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, განცხადება გაავრცელა.
წყარო: https://axaliambebi.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here