Home საზოგადოება ნიუს მოქმედ და ყოფილ სამხედროებს ბინები გადაეცემათ

მოქმედ და ყოფილ სამხედროებს ბინები გადაეცემათ

795
0

მოქმედ და ყოფილ სამხედროებს საკუთრებაში ბინები გადაეცემათ. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.

როგორც გახარიამ აღნიშნა, საუბარია რამდენიმე ათას ბინაზე.

“თავდაცვის სმაინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება მისი უწყებრივი ბინები, დღეს თავდაცვის სამინისტროში მომსახურე სამხედროებს, ასევე ყოფილ სამხედროებს საკუთრებაში გადასცეს. საკითხი კომისიური წესით იქნება განხილული. ეს, რა თქმა უნდა, ადრეც გასაკეთებელი იყო, თუმცა, გადაწყვეტილება დღეს იქნა მიღებული“, – განაცხადა გახარიამ.
წყარო itv.ge

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here